Monday, August 4, 2008

პირველი დღე. (30.06.08)


ჩვენი პირველი დღე ძალიან დატვირთული და ამავე დროს სასიამოვნო იყო.ჩვენ გავეცანით ადამიანებს რომლებთანაც მოგვიწია შემდგომი კვირის გატარება.
პირველ დგეს ფურცლებზე ლამაზად გაფორმებული და გულზე დაკიდებული სახელებით ვცნობდით ერთმანეთს,მაგრამ რამდენიმე დღის შემდგომ კარგად გავიცანით ერთმანეთი და გულზე დაკიდებული სახელები უბრალოდ ფორმალურად იქცა. თუმცა პავლე მასწავლებლის რიდით და ასი ბუქნის შიშით,სწორედ ეს იყო პირველი, რაც ლოგინიდან ამდგარებს გვახსენდებოდა.
ამ დღეს ჩვენ დავიყავით შვიდკაციან ხუთ გუნდად. გუნდებმა აირჩიეს სახელები, ლოგოები და სლოგნები. ჩვენმა გუნდმა აირჩია სახელი “ჯვაროსნები”,იმ იმედით რომ ღმერთი შეეწეოდა ჩვენს გუნდს, ლოგო, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული და დევიზი, რომელიც მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში მიგვიძღვებოდა “წინ გამარჯვებისაკენ."

14 comments:

გუნდი "გრიფონი" said...

კარგია მომეწონა მაგრამ სურათი ვერ დავაკავშირე თემასთან

გუნდი "გრიფონი" said...

მომეწონა თქვენი საიტი.კარგადაა მოთხრობილი ყველაფერი რაც აქ ყოფნისას ხდებოდა. სასაცილო იყო თქვენი კურიოზების კითხვა. მარიამ ხუნძაყიშვილი
63 სკოლა გუნდი "გრიფონი"

Kvesheti said...

მომეწონა საიტი! მართლაც მშვენივრად ვატარებდით დროს! მომეწონა კურიოზების კითხვა! ძალიან საინტერესო და სასაცილო ამბები გადაგხდენიათ!
გვანცა გვერდწითელი, გუნდი "STARS"

Qvesheti said...

მე მომეწონა თქვენი თემა.ვიზუალური მხარე მომეწონა,თუმცა რამოდენიმე სიტყვა და წინადადება გაუმართავი იყო.ნუკა

Anonymous said...

საღორ მაგრები ხართ მაგრა მომეწონა თქვენი კურიოზები მაგრა ვიცინე

გუნდი "გრიფონი" said...

სასიამოვნო და საინტერესო იყო თქვენი თავგადასავლების წაკითხვა , თუმცა პირველი ნაწილი ცოტათი გაუგებარი წასაკითხი იყო.გისურვებთ წარმატებებს. ანა გვასალია 63-სკოლა

Kvesheti said...

კარგია, მაგრამ დღეები გაქვთ ცოტა არეული, მაგრამ ძალიან მომეწონა სასაცილო ამბები.

ანანო
გუნდი:"stars"

Kvesheti said...

საინტერესო საიტია,ყველაფერი კარგად არის დალაგებული და მოთხრობილი.ამ მონაყოლში კარგი და საინტერესო იყო პავლე მასწავლებლის შიში.კარგია,ყოჩაღ.
ლელა ათაქიშვილი

Kvesheti said...

ჩემი აზრით თქვენი გუნდი ნამდვილათ ღირსეულია და სწორედ ამიტომ ნამდვილად იმსახურებთ გამარჯვებას

თამთა ოსაძე

Anonymous said...

საგო მაგრები ხართ გილოცავთ მაგრები ხართ მაგრები ხართ მაგრები ხართ მაგრები

Kvesheti said...

ამასთანავე მინდა ავღნიშნო რომ ძალიან საინტერესოა თქვენი საიტი და ყველას გისურვებთ დიდ წარმატებებს
. თამთა ოსაძე

Kvesheti said...

კარგია მომეწონა. ყველაზე ძაან მომეწონა კურიოზები და სურათები.წარმატებებს გისურვებთ
team:"stars"
anano

Anonymous said...

გილოცავთ მოგებას წინასწარ მაგრები ხართ გილოცავთ გისურვებთ წარმატებებს გუნდი მყინვარი

Kvesheti said...

ჯვაროსნების საიტი ძალიან მომეწონა! მაგარია ბუქნების შიში რომ გქონდათ! :) დრო საინტერესოდ გაგიტარებიათ!!!
გვანცა გვერდწითელი, ჯგუფი "STARS"