Monday, August 4, 2008

მესამე დღე. 01.08.08


2008 წლის აგვისტოს გუნდი ,,ჯვაროსნები” გავიდა მოსახლეობასთან სასაუბროდ. შეგვხვდნენ ახალგაზრდები, ისინი დახმარებას დაგვპირდნენ, მაგრამ ერთადერთი რაც მათგან იყო: ,,ტელევიზორში როდის ვიქნებით?” შემდეგ ერთი
ქალი 2 ლეგენდის მოყოლას შეგვპირდა, I როდესაც დაამთავრა და II ვკითხეთ, გაბრაზდა და ჩხუბი დაგვიწყო, ხელებს იქნევდა და ამბობდა სახში ვიღაც ტირისო, ჩვენ გზა განვაგრძეთ. გზაში ძირითადად ახალგაზრდები გვხვდებოდნენ ერთ-ერთმა სონა ბებოსთან გაგვიშვა, მრავალი ისტორია იცისო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. შემდეგ შევხვდით დახმარებით აღსავსე მთვრალ კაცს. ბიჭები გადაურჩნენ. ჩვენი სურვილის მიუხედავად II სართულზე აგვიყვანა. ჩვენდა გასაკკვირად მან წიგნი გვათხოვა, რომელიც ძალიან გამოგვადგა. მადლობის გადახდის შემდეგ გზა გავაგრძელეთ. მერე შემოგვხვდნენ ნარიმანიძეები,რომლებსაც საგვარეულო დღეობა-ვილიაობა ქონდათ. საინტერესო ინფორმაციის მიღების შემდეგ ქუჩას ავუყევით,რომლის ბოლოშიც ბუჩუკურების დეკანოზის ილუშას ვაჟი-დათო შეგვხვდა მან რაც იცოდა გვიამბო და მამასთანაც მიგვიყვანა დათომ მთაში აგვიყვანა სალოცავების სანახავად. ცოტა დავისვენეთ და წამოვედით. ჩვენ დძალიან დავიღალეთ მაგრამ მაინც ნასიამოვნები და კმაყოფილები დავრჩით.

მეორე დღე. 31.06.08


მზიანი დღე იყო,მაგრამ ღამით კეთილი ხუმრობის გამო უძინარებს გვიან გაგვეღვიძა. დილა ლამაზი იყო, თუმცა ჰაერში დაძაბულობის სურნელი ტრიალებდა წუხანდელი ცელქობის გამო. მართალია ყველას ძალიან გვეძინებოდა მაგრამ ამ ფაქტს არ დაურღვევია ბანაკის კანონი, რომ ათ საათზე სასადილო ოთახში ვყოფილიყავით.
11 საათზე პავლე მასწავლებელმა საკონფერენციო დარბაზში მიგვიხმო და მუშაობა დავიწყეთ ჩვენთვის სახალისო “შოკოლადის” თემით. შემდეგ ეს თემა ისე განავრცეთ , რომ ლოგიკურად მივადექით ქვეშეთის ღირებულებებს. აღმოჩნდა რომ ბევრი რამ არ ვიცოდით ამ სოფლის შესახებ თუმცა მაინც რომ ჩამოგვეყალიბებინა ჰიპოთეზა რომელიც ჩვენი შემდგომი კვლევის ჰიპოტეზის გარშემო ან გამართლდებოდა ან არა.ჩვენი ჰიპოტეზა მდგომარეობდა იმაში რომ სოფლისათვის დამახასიათებელი სახელები და მათ შორის სოფლის სახელების სახელწოდებაც მომდინარეობდა ხალხის ისტორიული ყოფაცხოვრებიდან.
დღე დისკოტეკით დამთავრდა, ეს სურპრიზი აღმოჩნდა ჩვენთვის ხელმძღვანელობისა და მასწავლებლების

პირველი დღე. (30.06.08)


ჩვენი პირველი დღე ძალიან დატვირთული და ამავე დროს სასიამოვნო იყო.ჩვენ გავეცანით ადამიანებს რომლებთანაც მოგვიწია შემდგომი კვირის გატარება.
პირველ დგეს ფურცლებზე ლამაზად გაფორმებული და გულზე დაკიდებული სახელებით ვცნობდით ერთმანეთს,მაგრამ რამდენიმე დღის შემდგომ კარგად გავიცანით ერთმანეთი და გულზე დაკიდებული სახელები უბრალოდ ფორმალურად იქცა. თუმცა პავლე მასწავლებლის რიდით და ასი ბუქნის შიშით,სწორედ ეს იყო პირველი, რაც ლოგინიდან ამდგარებს გვახსენდებოდა.
ამ დღეს ჩვენ დავიყავით შვიდკაციან ხუთ გუნდად. გუნდებმა აირჩიეს სახელები, ლოგოები და სლოგნები. ჩვენმა გუნდმა აირჩია სახელი “ჯვაროსნები”,იმ იმედით რომ ღმერთი შეეწეოდა ჩვენს გუნდს, ლოგო, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული და დევიზი, რომელიც მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში მიგვიძღვებოდა “წინ გამარჯვებისაკენ."