2008 წლის აგვისტოს გუნდი ,,ჯვაროსნები” გავიდა მოსახლეობასთან სასაუბროდ. შეგვხვდნენ ახალგაზრდები, ისინი დახმარებას დაგვპირდნენ, მაგრამ ერთადერთი რაც მათგან იყო: ,,ტელევიზორში როდის ვიქნებით?” შემდეგ ერთი
ქალი 2 ლეგენდის მოყოლას შეგვპირდა, I როდესაც დაამთავრა და II ვკითხეთ, გაბრაზდა და ჩხუბი დაგვიწყო, ხელებს იქნევდა და ამბობდა სახში ვიღაც ტირისო, ჩვენ გზა განვაგრძეთ. გზაში ძირითადად ახალგაზრდები გვხვდებოდნენ ერთ-ერთმა სონა ბებოსთან გაგვიშვა, მრავალი ისტორია იცისო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. შემდეგ შევხვდით დახმარებით აღსავსე მთვრალ კაცს. ბიჭები გადაურჩნენ. ჩვენი სურვილის მიუხედავად II სართულზე აგვიყვანა. ჩვენდა გასაკკვირად მან წიგნი გვათხოვა, რომელიც ძალიან გამოგვადგა. მადლობის გადახდის შემდეგ გზა გავაგრძელეთ. მერე შემოგვხვდნენ ნარიმანიძეები,რომლებსაც საგვარეულო დღეობა-ვილიაობა ქონდათ. საინტერესო ინფორმაციის მიღების შემდეგ ქუჩას ავუყევით,რომლის ბოლოშიც ბუჩუკურების დეკანოზის ილუშას ვაჟი-დათო შეგვხვდა მან რაც იცოდა გვიამბო და მამასთანაც მიგვიყვანა დათომ მთაში აგვიყვანა სალოცავების სანახავად. ცოტა დავისვენეთ და წამოვედით. ჩვენ დძალიან დავიღალეთ მაგრამ მაინც ნასიამოვნები და კმაყოფილები დავრჩით.